კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
2426

რუსთავის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება. 15 მაისს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ,,მარანი“, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“  ხრამის სათავე ნაგებობას შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.

პარალელურად კომპანია „რუსთავის წყალი“, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, წყალსადენის მაგისტრალურ  ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით   სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ  15 მაისის, დილის 11:00-დან  საღამოს 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს;

ჭყონდიდელის დასახლებას.

 კომპანია რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

NO COMMENTS