მტაცებელმა 12 სული ცხვარი დაგლიჯა

0
1701

სოფელ მარტყოფში მტაცებელი ცხვირს სადგომს ორჯერ დაესხა თავს. შემთხვევა გასულ კვირას,  ხუთშაბათს და შაბათს მოხდა. “ტელეგრაფის” ინფომრაცით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

როგორც სოფელ მარტყოფის რწმუნებული მამუკა გულიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პირველი თავდასხმის დროს მტაცებელი ოთხ ცხვარს დაესხა თვს, ერთი ცხვარი მთლიანად შეჭამა, სამი კი დაგლიჯა. შაბათის შემთხვევის დროს კი 8 ცხვარი განადგურდა.

მარტყოფის რწმუნებულის ინფორმაციით, მტაცებლის თავდასხმის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ინფომრაცია გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიეწოდება.

NO COMMENTS