გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებმა, გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტების მიმდებარედ, დაყარეს 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი. შედგა საჯარიმო ქვითრები-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. ჯარიმა განესაზღვრათ 80-80 ლარის ოდენობით.