გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურში დაგეგმილია სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 20 მაისს 22:00 საათიდან 21 მაისის 10:00 საათამდე სრულად შეზღუდული იქნება წვდომა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების პორტალზე – https://eservices.rs.ge და ასევე ყველა ვებ-სერვისთან, ხოლო 21 მაისის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სისტემები იმუშავებს მცირე შეზღუდვებით.
ამასთან, გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენეთ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის.