რუსთავის მერი კორპუსის ამხანაგობების თვმჯდომარეებს შეხვდა

0
1854

რუსთავის მერი დავით ჯიქია დღეს რუსთავის მე-17 და მე-19 მიკრორაიონში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრას რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და აღნიშნული უბნის მაჟორიტარი დპუტატი ქალაქის საკრებულოში, მამუკა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ქალაქის მერმა მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და კონკრეტულ უბანში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესახებ, ინფორმაცია უშუალოდ კორპუსის თავმჯდომარეებისგან მოისმინა.
,, ქალაქის მოსახლეობასთან კიდევ უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის გადავწყვიტეთ ყველა კორპუსის თვმჯდომარესთან გავმართოთ მსგავსი შეხვედრა. ჩვენ კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ვმართავთ შეხვადრას საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, ვატარებთ მოქალაქეების მიღებას ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ ოფისებში. დღეიედან მოსახლეობასთან შეხვედრების კიდევ ერთი ფორმა შევარჩიეთ, რადგან ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტი თოთოეული რუსთაველის პრობლემის შესახებ, უშუალოდ მათგან უნდა იყოს ინფორმირებული” – განაცხადა რუსთავის მერმა.
დღევანდელ შეხვედრაზე რუსთავის მერმა 60 საცხოვრებელი კორპუსის პრობლემები მოისმინა. მსგავსი შევედრები კვირაში ერთხელ გაიმართება.

NO COMMENTS