წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელ საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით შენარჩუნდება

0
4482

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში აცხადებენ, დღეს არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა შესაძლოა ნალექის ინტენსივობა მცირედით შემცირდეს.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ სეტყვაა მოსალოდნელი. ხვალ დილიდან შედარებით გამოიდარებს და ნალექი შეწყდება, თუმცა ამაღამ და ხვალ საღამოს საათებში უმეტეს რაიონში მაინც იწვიმებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, უმეტეს რაიონებში შეწყდება წვიმა. თუმცა, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ იწვიმებს. მისივე თქმით, წვიმა და არამდგრადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 23 და 24 მაისამდე გაგრძელდება.

NO COMMENTS