ფილმ “აგენტ 007”-ის როლის შემსრულებელი, მსახიობი როჯერ მური შეერთებულ შტატებში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა,-ამის შესახებ მსახიობის ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მიკრობლოგ Twitter-ზე გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი სიმსივნეს ებრძოდა.
როჯერ მური 1927 წლის 23 მაისს დაიბადა. ის ინგლისელი მსახიობია, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია „ჯეიმს ბონდის“ როლით. ამ პერსონაჟს იგი 1973-1985 წლებში გადაღებულ ფილმებში განასახიერებდა.