მოქალაქეთა მიღება დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში

0
1545

რუსთავის მერმა მოქალაქეთა მიღება დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში გამართა. დავით ჯიქიამ ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები პირადად მოისმინა და მათ მოგვარებაში მხარდაჭერას დაპირდა. შეხვედრას ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქაუტაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. რუსთავის მერის ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება კვირაში ორჯერ, ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში მოეწყობა. ახალი ფორმატით, პირველი შეხვედრა დავით ჯიქიამ გასულ კვირაში, ჟიული შარტავასა და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ჩაატარა.

NO COMMENTS