ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი ქვემო ქართლში

0
1543

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, წითელი ხიდის მიმდებარედ, მოქალაქე ტ.ფ -მ მოჭრა 12 ძირი თუთისა და აკაციის სახეობის ხე-მცენარე. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1870 ლარი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოს.

NO COMMENTS