რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა და რომელი სკოლები ლიდერობენ საუკეთესო შედეგებით საატესტატო გამოცდების მიხედვით

0
3027

2016-2017 საატესტატო გამოცდებზე რუსთავის მასშტაბით 1450 მეთორმეტე კლასელიდან 1110 დარეგისტრირდა. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით საატესტატო გამოცდების ბარიერი 1036-მა კურსდამთავრებულმა დაძლია, ხოლო 70-მა მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.

რესურსცენტრის მონაცემებით, მოსწავლეებს ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდის დაძლევა გაუჭირდათ.

საერთო საშუალო ქულათა საუკეთესო მაჩვენებელი სკოლების მიხედვით ასე გამოიყურება:

მე-4 სკოლა – 9,2

24-ე სკოლა – 8,9

მე-3 სკოლა – 8,1

მე-7 სკოლა -8,0

გამოცდების დაძლევის 100%-იანი მაჩვენებელი მე-3, მე-4, მე-9, 22-ე, 24-ე, 28-ე სკოლებმა აჩვენეს.

სრული ათიანი 4 საგანში მე-4 სკოლის 3-მა და 26-ე სკოლის 1-მა მოსწავლემ მიიღო.

სრული მონაცემები იხილეთ ბმულზეგამოსაშვები-გამოცდები-2017-ქ.-რუსთავი

 

NO COMMENTS