როდის გაიხსნება ბანაობის სეზონი

0
1812

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რუსთაველებისთვის აქტუალური საკითხია ბანაობის სეზონის გახნსა, როდესაც კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ტბაზე, ბანაობა ნებადართული ხდება. აიპი “უზრუნველყოფის” ხელმძღვანელის ზაზა კუპატაძის განცხადებით წელს ბანაობის სეზონი 12 ივნისს გაიხსნება. რაც შეეხება საათობრივ შეზღუდვას, რომელიც ყოველ წელსა მოქმედებს, ჯერ კონკრეტული პერეიოდი განსაზღვრული არაა. კუპატაძის თქმით, საათების განსაზღვრა პარკში მოქალაქეთა ინტენსივობის მიხედვით მოხდება. მისივე თქმით უკვე დაკომპლექტებულია სამაშველო ჯგუფი, რომელიც ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმოძრავებს. გასული წლის მსაგავსად, ტბაზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ბანაობისთვის კონკრეტული ადგილის გამოყოფა მოხდება.

NO COMMENTS