2017 წლის პირველ ივნისს, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მიაწოდა.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა რუსთავის მუნიციპალიტეტიც, კერძოდ:
2012-2013 წლებში ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 2 მილიონი ლარის ღირებულების გზების მოწყობის სამუშაოები, ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციიდან ირკვევა რომ, შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილია ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული და საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამის
შესაბამისობის აუდიტი.
კონკრეტული დეტალების შესახებ „ტელეგრაფმა” ინფორმაცია გამოითხოვა შესაბამისი ორგანოებიდან, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ველოდებით ასევე, რუსთავის მერიის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით.