რუსთავში ხანხარს 67 წლის ქალბატონი ემსხვერპლა

0
1770

რუსთავში სუმგაით მეტალურგების ქუჩის #1  საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანხარს 67 წლის, მარტოხელა ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვით გაჩნდა. ადგილზე სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც “ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

NO COMMENTS