2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

0
1446

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.

მტკვრის დაცვის დღე 18 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით ევროპაში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე 26000-ზე მეტი სხვადასხვა სიდიდის მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტო მტკვრის მონიტორინგის 14 წერტილში ახორციელებს, ხოლო მტკვრის შენაკადებზე მონიტორინგი 17 წერტილში ხორციელდება.

მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რის გამოც ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.

NO COMMENTS