ბაღებში რეგისტრაციის თარიღი ცნობილია

0
3487

2017 წლის 16 ივნისს 2-3 და 3-4 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფების რეგისტრაცია საიტზე rustavikids.ge დიწყება.
12:00 საათზე დაიწყება 2-3-იანების რეგისტრაცია
13:00 საათზე დაიწყება 3-4-იანების რეგისტრაცია
2-3 წლიანებს მიეკუთვნება აღსაზრდელი, 16.09.2014-დან -15.09.2015 წლის ჩათვლით დაბადებული ბავშვები
3-4 წლიანებს მიეკუთვნება აღსაზრდელი, რომელიც დაბადებულია 16.09.2013-დან – 15.09.2014 წლის ჩათვლით დაბადებული ბავშვები.
უახლოეს დღეებში მოგაწვდით ცხრილს თვალსაჩინოებისათვის, როგორც კი დასრულდება ვაკანსიების დათვლა.
რეგისტრაციის გარეშე ჩაირიცხებიან მრავალშვილიანები ( ვისაც ჰყავს 4 და მეტი შვილი. ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი და დედის პირადობის მოწმობის ასლი), ასევე მეოთხე შვილზე ორსულები (ამ შემთხვევაში დედამ უნდა წარმოადგინოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა). ასევე რეგისტრაცის გარეშე ჩაირიცხებიან ობოლი ბავშვები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 12.06.2017 წ.
ასევე გაცნობებთ, რომ რეგისტრაციის გავლა არ მოუწევთ ჭყონდიდელის (ინტერნატების) დასახლების მცხოვრებლებს. აღსაზრდელის მისამართი უნდა იყოს ჭყონდიდელის დასახლება, სხვა შემთხვევაში საბუთები არ მიიღება. საბუთების მიღება იწარმოებს N41-ე ბაგა-ბაღში 19 ივნისიდან!

NO COMMENTS