2017 წლის 16 სექტემბერს ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტს გამართავს.
კონცერტი საქართველოს ბანკისა და Eastern Promotion-ის ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორები SOLO და “ისთერნ ფრომოუშენსი” არიან.
უკვე ცნობილია, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 ივნისიდან მხოლოდ SOLO-ს მომხმარებლებისა და SOLO-ს ბარათის მფლობელებისთვის და 29 ივნისიდან ყველა მსურველისთვის.
ერთ მომხარებელს ერთ ჯერზე შეუძლია მხოლოდ 6 ბილეთის ყიდვა.
ბილეთები www.tkt.ge-ზე გაიყიდება.