ქართველი ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

0
1515

საქართველოს პარლამენტის შენობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის სოლიდარობის ნიშნად, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ თან ჰქონდათ პლაკატები  წარწერით – ”არ შეგრჩებათ” და ”სოკარ-თველო”.

მათ მხარდაჭერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა გამოუცხადა. 

„იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც არის დღეს საქართველოში ეს არის ჟურნალისტის გატაცება. ვფიქრობ, რომ ამ კომიტეტში უნდა დაისვას ეს საკითხი და უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა. მგონია, რომ თქვენგან უნდა მოდიოდეს ეს ინიციატივა ყოფილიყვნენ ძალოვანი მინისტრები გამოკითხული იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ამ დღეებში. ჩვენი კომიტეტი არის ვალდებული, გაარკვიოს საქართველოში, თუ რა მოხდა“, – განაცხადა რატიანმა.

უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა, რომ გამოძიების კუთხით, მიმდინარეობს მუშაობა და საკითხს „შოუს ელემენტები უნდა მოცილდეს“.

„პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ჟურნალისტების პროტესტის გამო, კომიტეტის სხდომა ვერ იწყება.

ამასთან, როგორც საზოგადოებრივს ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა განუცხადა, ჟურნალისტები ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე და, რადგან ეს შეხვედრა არ შედგა, პროტესტის ასეთი ფორმას ამიტომ მიმართეს.

NO COMMENTS