დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი შეცვალა.
როგორც ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით – 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებიდან 18კმ-ში დაფიქსირდა.
სეისმური ცენტრის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში, სოფელ ქვემო ბოდბედან 15კმ-ში დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.