ცვლილებები რუსთავი2-ში

1
1987

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ,,პრაიმტაიმს”  უდასტურებს, რომ რუსთავი 2-ის სიანფორმაციო სამსახურის უფროსი იქნება.  მისივე თქმით, ის ასევე რჩება რუსთავი 2-ის საიტის ხელმძღვანელადად.

რაც შეეხება გიორგი ლაფერაშვილს, ის ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პოლიტიკის მიმართულების პროდიუსერი იქნება.

არხზე სხვა ცვლილებებიც მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, ,,დილა მშვიდობისა საქართველოს” ერთ-ერთი პროდიუსერი ქეთი ქებაძე  კურიერის 12-იანის, 3-იანისა და 6-იანის მთავარი პროდიუსერი იქნება. მის ძველ პოსტს კი სავარაუდოდ სალომე ბოკუჩავა ან ანი წერეთელი დაიკავებს.

,,კურიერის” დღის ეთერს ახალი წამყვანი ეყოლება. ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს ის მაყურებელს პარასკევს დაემშვიდობება და საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.
წყარო

1 COMMENT

Comments are closed.