დღეს დილიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები რუსთავის ქუჩებს ინტენსიურ რეჟიმში ასუფთავებენ.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ქალაქის ქუჩები ფოთლებითა და ტოტებით არის დანაგვიანებული.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, სამუშაოების შესამსუბუქებლად ოჯახის წევრებიც ეხმარებიან.