სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.