რუსთავში ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

0
3266

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს პირველი სართულის ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა. ბავშვი პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, დედა წყლის მისატანად გავიდა და პალატაში დაბრუნებულს ბავშვი აღარ დახვდა.

როგორც „ტელეგრაფს” ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ადგილზევე ჩაუტარდა გამოკვლევები, მიუხედავად ამისა, გამოძახებული იქნა კატასტროფის ჯგუფი და ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიგზავნა დამატებითი გამოკვლევებისთვის.

როგორც ,,ტელეგრაფს” შსს-ში განუცხადეს, ჩატარდა წინასაგამოძიებო ღონისძიებები, გამოიკითხა დედა და თვითმხილველები. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის იაშვილის კლინიკიდან გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, უკვე გაწერეს.

NO COMMENTS