რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დაარსებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

0
1579

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის და რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დაარსებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრი უმასპინძლებს.

ღონისძიებას ცენტრის დონორი ორგანიზაციის, ,,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი“  კარენ ჰოლინსკი, ორგანიზაციის წარმომადგენლები: დიტერ შრიოდერი, როლანდ მაიერი, კატერინ თურქი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, მერის მოადგილეები ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები: კახაბერ კობერიძე, ზაურ დარგალი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური სტუმრები დაესწრებიან.

რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს რუსთავის მერია აფინანსებს.  ცენტრში ინკლუზიურ განათლებას იღებს და თერაპიულ კურსს გადის 135 ბენეფიციარი.

NO COMMENTS