მსოფლიოში აღიარებული კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი საქართველოში ჩამოდის. მისი სტუმრობის ორგანიზებას მსახიობი ედმონდ მინაშვილი გაუწევს. მან მონიკა ბელუჩი კანში გაიცნო.
ინფორმაციას OK! ავრცელებს, რომელიც ინფორმაციის გადასამოწმებლად ედმონდს დაუკავშირდა:
ედმონდ მინაშვილი: “მსახიობი ნამდვილად ჩამოდის 19 სექტემბერს საქართველოში. ამჟამად ვადგენთ პროექტს, თუ რა პროექტის ფარგლებში გვეწვევა და დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბელუჩის განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს, ის დაცვასთან და დამხმარეებთან ერთად ჩამოვა თბილისში.”