ბაგა-ბაღებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება უკვე შესაძლებელია

0
2015

რუსთავის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა. როგორც „ტელეგრაფს” ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, რეგისტრაციის პროცესმა შეუფერხებლად ჩაიარა.

პირველ ეტაპზე ბავშვებს მხოლოდ რიგითობის ნომრები მიენიჭათ. ვინ მოხვდა ბაღში და ვინ სარეზერვო სიაში, ამის შემოწმება საიტზე უკვე შესაძლებელია.

იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვთა ნაკადი დიდია, ხოლო ადგილების რაოდენობა მცირე, რეგისტარციის შედეგებით მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა.

„რა საკვირველია გაღიზიანებული მშობლები რა თქმა უნდა იქნებიან, იმიტომ რომ ვაკანსია საკმარისი არ არის, საკმარისი ვაკანსიები რომ გვქონდეს, მაშინ რეგისტრაცია ელექტრონული აღარც იარსებებს. ეს მხოლო და მხოლოდ იმიტომ არის, რომ ყველა ადამიანი, ყველა აღსაზრდელი ერთნაირ პირობებში იყოს და არავინ თქვას ის ჩაირიცხა, მე არა და ასე შემდეგ”- აცხადებს რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი.

„ტელეგრაფის” კითხვას რატომ შეიცვალა რეგისტრაციის წესი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხუციშვილი ასე პასუხობს:

„მე ვერ ვიტყვი, რომ ის უფრო კარგი იყო, იმიტომ, რომ მაშინ შესაძლებლობა იმის, რომ რეზერვით ჩარიცხულიყვნენ ბაღში არ ჰქონდათ, ახლა რეზერვის შედეგი ესეთი გვაქვს 290 ბავშვი რეზერვით ჩავრიცხეთ შარშანდელი ბაღში, მათ ხომ მეორედ რეგისტრაცია აღარ გაუვლიათ და აღარ უნერვიულიათ რეგისტრაციააზე, ისე, უცბათ ვურეკავდით და ვეკითხებოდით, გსურს თქვენმა შვილმა ბაღში იაროს?!”- ამბობს ხუციშვილი.

რაც შეეხება რეზერვისტების რაოდენობას, ხუციშვილის განცხადებით, ოფიციალური ინფორმაცია ორშაბათს გახდება ცნობილი, მიახლოვებით კი რეზერვში 1000-მდე 2-3 წლიანი ბავშია, 600- მდე კი 3-4 წლიანი.

 

NO COMMENTS