ბოლნისში სახალხო დღესასწაული „საბაობა 2017″ გაიმართება

0
1925

სახალხო დღესასწაულს სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური სოფელი, ტანძია უმასპინძლებს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიება მასშტაბური იქნება, მასში ჩართულია მუნციპალიტეტის თითქმის ყველა შემოქმედებითი გაერთიანება.

აქტივობები დილის 11 საათიდან დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება, სცენაზე გაცოცხლდება საბას ეპოქა და მისი კვალი, რომლის რეჟისორიც ლაშა ნოზაძეა, წარმოდგენაში კი ბოლნისის მუნიციპალური თეატრის მსახიობები იღებენ მონაწილეობას.

დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ტანძიაში ელოდებიან მხარის გუბერნატორს. გრიგოლ ნემსაძე ბოლნისს მოადგილეებთან ერთად ეწვევა.

ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და მუნიციოალიტეტის კულტურის, საკლუბო საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით იმართება.

პროგრამა:

25 ივნისს, 11 საათიდან 🕚 სოფელ ტანძიაში ,,საბაობა 2017″ გელოდებათ.

წლევანდელი ღონისძიება იქნება მასშტაბური, რომელიც სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს მოიცავს.
მობრძანდით და ერთად ვაქციოთ ,,საბაობა” საერთო-სახალხო დღესასწაულად!

გთავაზობთ ,,საბაობა 2017″-ის პროგრამას:

11:00 სთ – დან – 16:00 -სთ – მდე – ქართული-ევროპული-აზიური სამოსების მოძრავი გამოფენა ( სულხან-საბას ეპოქა).
11:00 სთ – დან – 16:00 -სთ – მდე – ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.
11:00 სთ – დან -16:00 სთ-მდექ.ბოლნისის ბიბლიოთეკების მიერ წარმოდგენილი წიგნების გამოფენა.
11:00 სთ – დან -16:00 სთ-მდებოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ წარმოდგენილი ქართველი მეფეებისა და ბოლნისში მცხოვრები გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ამსახველი ფოტო- გამოფენა.
11:00 სთ – დან -16:00 სთ-მდე – სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების მიერ წარმოდგენილი გამოფენა.
11:00 სთ – დან – 16:00 სთ -მდე – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა.
11:00 სთ – დან 16:00 სთ -მდე – სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა გაყიდვა.
11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე – სპორტული აქტივობები – მკლავჭიდი, კარატე, კრივი, ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი.
12:00 საათზე – ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი – სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით .
რეჟისორი: თამარ ბობოხიძე.
13:30 საათზე – ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, აღევლინება სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
14:00 საათზე -კონცერტი ,,საბაობა-2017“
მონაწილეობენ:
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ორბელი“- ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილი;
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ბოლნელა“ – ხელმძღვანელი დეკანოზი ბასილ ახვლედიანი;
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ბოლნისი“- ხელმძღვანელი ნინო დვალიშვილი;
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“ – ხელმძღვანელი დავით ყაველაშვილი;
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ალილო“ – ხელმძღვანელი ნინო ნანეიშვილი;
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სიონი“ – ხელმძღვანელი ბესიკ ტოგონიძე;
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი“- ხელმძღვანელი თამარ რეხვიაშვილი და დავით ჩიხლაძე;
დ. კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მადნეული“ – ხელმძღვანელი ციური პაპიაშვილი;
ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ხალხური საკრავების სტუდია – ხელმძღვანელი გიორგი კოდელაშვილი;
ბავშვთა თეატრის კომპოზიცია – ხელმძღანელი იზოლდა ნიავაძე;
დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერის სტუდია – ხელმძღვანელი მარიამ ფოჩხიძე;
დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერის სტუდია – ხელმძღვანელი მარიამ ფოჩხიძე;
დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული ხალხური საკრავების სტუდია – ხელმძღვანელი შმაგი მინაშვილი;
ბოლნისის საგანმანათლებლო კერძო და საჯარო სკოლების შემოქმედებითი ჯგუფები.
შავფაროსნების სოლო პერფორმანსი ცოცხალი მუსიკის თანხლებით – წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნების იარაღისა და სამოსის ჩვენება.

NO COMMENTS