რამდენად უსაფრთხოა ბანაობა რუსთავის პარკში არსებულ ტბაში

0
2627

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბაზე ბანაობი სსეზონი 12 ივნისიდან გაიხსნა. დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით, ტბის სანაპირო ზოლს, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, რუსთავის მერიის ა(ა)იპ „უზრუნველყოფის“  სამაშველო ჯგუფი გააკონტროლებს.

ცურვის სეზონის გახსნამდე, მაშველებმა გადამზადების კურსი გაიარეს და სპეციალური ტექნიკითა და აქსესუარებით აღიჭურვნენ. მოწესრიგდა სანაპიროს ტერიტორია და შემოისაზღვრა საცურაოდ გამოყოფილი 100 მეტრიანი ზოლი. მოქაალაქეებს  სპეციალურად მოწყობილი საშხაპეებით სარგებლობაც შეეძლებათ.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა არის თუ არა ტბის წყალი შემოწმებული და ვინ უზრუნველყოფს მის შემოწმებას.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტბაზე სინჯების აღება დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა  ა(ა)იპ “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის” მიერ. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შემოწმების შედეგად რუსთავის ტბის წყალი დაბინძურებული არ არის და მასში ბანაობა უსაფრთხოა.

NO COMMENTS