ევროკომისიამ Google 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

0
1554

BBC-ს ცნობით, ევროკომისიამ Google 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. საქმე ონლაინვაჭრობის საძიებო სისტემაში Google-ის პარტნიორი კომპანიების დომინირებას ეხება.

გამოცემის ცნობით, გამოძიება შვიდი წელია, გრძელდება. სამსახურს საჩივრით მიმართეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: TripAdvisor, Fairsearch, news corp, Yelp…

საჩივრის თანახმად, Google-ში ონლაინვაჭრობის ძიებისას მისი პარტნიორი კომპანიები ძიების შედეგების სათავეში ექცევიან.

კონკურენციის საკითხებში ევროკომისარ მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით, Google უკანონოდ იქცევა. ორგანიზაცია სხვა კომპანიებს კონკურენციის შესაძლებლობას უსპობს და ამას გარდა, ევროპელ მომხმარებელსაც თავისუფალი არჩევანის საშუალებას უზღუდავს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიამ აღნიშნული პრობლემა უახლოეს 90 დღეში უნდა აღმოფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებითი ჯარიმა ემუქრება, რაც ჰოლდინგ alphabet-ის ყოველდღიური შემოსავლის 5%-ს მოიცავს.

BBC-ს ცნობით, Google ბრალდებას უარყოფს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ონლაინვაჭრობის საკითხებში მომხმარებელზე amazon-სა და eBay-ს უფრო დიდი გავლენა აქვს. როგორც Google-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, კომპანია უბრალოდ ცდილობს, მომხმარებელს ძიების პროცესი გაუმარტივოს.

NO COMMENTS