რუსთავის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება

0
1542

ამ წუთებში ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ რუსთავის უმეტეს ნაწილს. როგორც “ტელეგრაფს” ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, მიმდინარეობს დაზიანებების მოძიება. კომპანიის განცხადებით სისტემური დაზიანებები უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ ეტაპზე უცნობია როდის აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება ქალაქს.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით რუსთავში ძლიერი წვიმა და ქარი რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

NO COMMENTS