გრიგოლ ნემსაძე მარნეულის მოსახლეობას შეხვდა

0
1535

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან ალექსანდრე მეტრეველთან და ზაურ დარგალთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მცხოვრებლებს შეხვდა და დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა. ადგილობრივებმა სასმელი წყლით მომარაგების პროცესში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე იმყოფებოდა გამგებლის მოადგილე თემურ ბერიძე, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

როგორც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, უშუალოდ რეგიონის გუბერნატორის ჩართულობითა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით უკვე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია GWP-ის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის, რაც მიზნად 4 სოფლის, აზიზქენდის, თაზაქენდის, საბირქენდისა და ალგეთში წყალმომარაგების პროცესის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

NO COMMENTS