რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა

0
1909

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა.

მედიაცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს ღია და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრი ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.  

უფრო კონკრეტულად, მედიაცენტრებში დაგეგმილია:

• მედიაბრიფინგების ორგანიზება; კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება.

• ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (ცვლილებები საარჩევნო კოდექსში; არჩევნების ადმინისტრირების, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები; არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების სრულყოფილი სიები და ა.შ.).

• არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიების/ორგანიზაციების ბრიფინგები ჟურნალისტების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის. ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. 

მედიაცენტრში უზრუნველყოფილი იქნება ლაივსტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.  

მედიაცენტრის სამუშაო საათები:

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ ნოემბრის ჩათვლით: ორშაბათი – შაბათი 10:00 – 19:00 სთ. 

არჩევნების დღეს – 08:00 – 22:00 სთ. 

მედიაცენტრის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში. 

NO COMMENTS