13 ივლისს გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაშია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში
► გაუქმდება სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის,რომლებიც თავისი შინაარსით მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს
► სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები
► საგადასახადო დავალიანების ზღვარი გაიზარდა 50 000-იდან 500 000-მდე
გადახდის 1 თვით გადავადება შესაძლებელი ხდება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე
► სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის დადგენილი ზღვარი გადასახადის შემცირებისთვის 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა
► განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 000 ლარის ნაცვლად 150 000 ლარით განისაზღვრა
► საგადასახადო შეღავათის ვადა 2008 წელს დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობებისთვის 2 წლით გაგრძელდა
► სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მეწარმეები შეძლებენ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ყოველგვარი ჯარიმის გარეშე ჩამოწერონ.
საგადასახადო კოდექსით ენერგოეფექტურობა წახალისდება. საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი პირის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.
► დაზუსტდა არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა
✈ ტურიზმისა და ადგილობრივი ფრენების მხარდასაჭერად
· დღგ-სგან თავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა
· დღგ-სგან და აქციზისაგან თავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება
► ცვლილებები ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/1a795 , https://matsne.gov.ge/ka/document/view/3737587
► საგადასახადო ცვლილებები და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია.
► 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში 2016 წელს უკვე შევიდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით . ვრცლად იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3288317