19 წლის გოგო საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ საზოგადოებრივს ინფორმაცია მეზობლებმა მიაწოდეს.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყებაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.
შემთხვევა, თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშობენ.
წყარო: 1tv.ge