ოჯახის წევრები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

0
2384

მძელაშვილების ოჯახი 35 წლის პაატა მძელაშვილს ეძებს – ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელეკომპანია ავრცელებს.
ინფორმაცია ,,ქრონიკას’’ ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.როგორც მეუღლე მარიამ ზულიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს მისი მეუღლე თურქეთში იმყოფებოდა და 2 დღეა მასთან კომუნიკაცია შეწყდა: ,,14 ივლისს წავიდა სამუშაოდ თურქეთში თუმცა ვერ გაძლო ,ოჯახი ენატრებოდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა,ჩემმა ძმამ გამოაცილა 2 დღის წინ.ბოლოს კომუნიკაცია მასთან ჰქონდა,ჩვენ 2დღის წინ 11 საათზე ვესაუბრეთ,ჩემმა ძმამ ავტობუსში ჩასვა და გამოუშვა საქართველოში.ამის შემდეგ კონტაქტი წყდება თუმცა როგორც ვიცით საზღვარი არ გადმოუკვეთავს”.
მისივე ინფორმაციით პაატას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ოჯახი ვინმესთან კონფლიქტსაც კატეგორიულად გამორიცხავს.ოჯახმა დასახმარებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა ,თუმცა როგორც უწყებაში განუცხადეს ეს მათი პრეროგატივა არ არის. ამის შემდეგ ოჯახმა საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში შეიტანა განცხადება და როგორც უწყებაში განუცხადეს საქმეზე გამოძიება დაიწყება.

NO COMMENTS