რუსთავის სასამართლოში გოჩა ლორიას საქმის მთავარი სხდომა მიმდინარეობს

0
2052

რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე სასამართლოსგან რუსთავის მერის მიერ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში დაუყონებლივ აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

29 ივნისს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მოწმეებს, რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თამარ აქუბარდიას და მერის წარმომადგენელ ხათუნა ცერცვაძეს მოუსმინა.

სხდომაზე მტკიცებულებების განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარის, რუსთავის მერიის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერების ჩვენება მოხდა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გასული გადაცემა, სადაც გოჩა ლორია მისი გათავისუფლების შესახებ და რუსთავის მერიაში არსებულ სიტუაციაზე საუბრობდა.

NO COMMENTS