თრუსოს ხეობაში ებრაელი ტურისტი სელფის გადაღებისას დაიღუპა

0
1847

თრუსოს ხეობაში ებრაელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა 20 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტი ხეობაში გაზის მილზე იდგა და სელფს იღებდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, სურათის გადაღებისას ახალგაზრდა ხეობისკენ გადაიხარა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარს, ჩავარდნის ადგილიდან 3 კმ-ში, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

როგორც „ინფო9“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში, მცხეთა-მთიანეთის სამაშველო ჯგუფები, ჯამში 15 მაშველი მონაწილეობდა. გარდაცვლილი ტურისტის ცხედარს მაშველებმა 21 ივლისს, დილის 08:00 საათზე მიაკვლიეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

NO COMMENTS