ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს

0
2844

ისლანდიაში დაკარგული 22 წლის რუსთაველი ახალგაზრდის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია მეოთხე დღეა რაც ეძებს. სამძებრო ღონისძიებებში ნიკას მეგობრებიც არიან ჩართული. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაცით, ნიკა ბეგაძე 8 თვეზე მეტია ისლანდიაში ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.

ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი – პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა. ახლობლების თქმით, ჩანჩქერთან დატოვებულ მანქანაში, რომელიც ბეგაძის მეგობარს ეკუთვნოდა, დამტვრეული მობილური ტელეფონი ნახეს. სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.

ოჯახის ახლობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მას არც პირადი და არც ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა.

NO COMMENTS