ისლანდიაში დაკარგული 22 წლის რუსთაველი ახალგაზრდის ნიკა ბეგაძის და, ნატალი ბეგაძე მეგობრებს მიმართავს.
„ჩემმა მეგობრებმა მაინც შეწყვიტეთ ჩემი ფაცედან სურათების ამოკრეფვა დადება და გლოვა.. არავინ არაფერი იცით ცოცხალია თუ მკვდარი და გთხოვთ ნუ გამოიგლოვებთ ცოცხალ ადამიანს. ილოცეთ ყველამ ჯანმრთელი დაუბრუნდეს ჩემი ძმა თავის ოჯახს. ვიცი ყველას გული შეგტკივათ და გიყვართ ნიკუშა. მე მჯერა რომ ცოცხალია და კარგად არის, ის აუცილებლად დაბრუნდება.” – წერს სოციალურ ქსელში ნატალი ბეგაძე.