რუსთავში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

0
1582

ხანძარი რუსთავში ცხრა ძმა ხერხეულიძის 9 ნომერში ბოლო სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, რომელიც სახურავს მოედო. მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდირებას საათზე მეტხანს ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი კორპუსისი გადახურვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საწარაფო ეკიპაჯები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილზე მისულმა რუსთავის მერის მოადგილემ განაცხადა, ზარალს ადგილობრივი თვითმართველობა დაითვლის და მოხდება გადახურვის აღდგენა.

NO COMMENTS