RDFG დასაქმების ინოვაციურ პროგრამას სხვადასხვა რეგიონში 2 წელია წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მონაწილეთა 70 % დასაქმდა, ხოლო 25 % -მა სწავლა განაგრძო.
ამჟამად პროგრამაში მონაწილეობის შანსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ეძლევათ!
მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
პროგრამა სექტემბრიდან იწყება და ორ ეტაპს მოიცავს:
მოკლევადიან (სამდღიან) ტრენინგს სამუშაოს ძიების შესახებ;
გრძელვადიან (ხუთთვიან) დასაქმების ინოვაციურ პროგრამას.
▪სესიებს გაუძღვებიან პროგრამის მენტორი და მოწვეული ექსპერტები;
▪შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ, RDFG-ს ჯორჯიაშვილის ოფისში.
იჩქარეთ, რეგისტრაცია დაიწყო ‼📝
▪პროგრამის დაწყებამდე ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც აპლიკანტები მიიღებენ პასუხს ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე.
პროგრამის, დასაქმებული მონაწილეებისა და მოწვეული ექსპერტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ RDFG – ს ვებგვერდს – http://bit.ly/2sNG6zC
დასაქმების პროგრამა პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულ პროექტს RDFG სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში ახორციელებს.