35 წლის მამაკაცი, რომელიც 12 ივლისს საცხოვრებელი ბინის ეზოდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა იაღლუჯის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მან თავი ჩამოიხრჩო.
გარდაცვლილი ქალაქის საავადმყოფოს პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.