ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

0
1868

რუსთავში, ცხრა ძმა ხერხეულიძის #9 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა გუშინ გაჩენილი ხანძრის მიზეზების დროულად დადგენას და დაზიანებული სახურავის შეკეთებაში დახმარებას ითხოვს. 
კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით, წლების განმავლობაში შენობის ენერგო მომარაგებაში პრობლემები იყო. მათივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, მათ არაერთხელ მიმართეს კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ რუსთავის სერვის-ცენტრს, თუმცა უშედეგოდ. 
მოსახლეობა ირწმუნება, რომ გუშინდელი ხანძრის მიზეზი სწორედ გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა. 
ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი გუშინ, 15:27 საათზე გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას რუსთავისა და თბილისის სახანძრო ბრიგადები ორი საათის განმავლობაში ახდენდნენ. ხანძრის შედეგად დაიწვა სხვენის გადახურვა დაახლოებით 600 კვ. მეტრი და შენობა პრაქტიკულად გადახურვის გარეშე დარჩა. ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაზარალდა ექვსი მობინადრე. შენობას უსაფრთხოების მიზნით, ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.

NO COMMENTS