გრანელის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

0
1560

ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.
პარალელურ რეჟიმში დაზიანებული გზების, ეზოების საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდიმარეობს სუმგაითელ მეტალურგების, კონსტიტუციის, რუსთაველისა და ასლანიკაშვილის ქუჩებზე.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
პროექტებისათვის თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

NO COMMENTS