გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27 – 28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 – 29 ივლისს დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს, მთაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +35, +40 გრადუსია მოსალოდნელი.