რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება

0
1748

ახალი ბაღის მშენებლობა ცურტაველის ქუჩაზე, №10-ე ბაღის ადგილზე მიმდინარეობს. №10-ე ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა.
ახალი ბაღის შენობა ორსართულიანი და განსხვავებული დიზაინის იქნება. ბაღში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება. რომელიც 220 ბავშვზეა გათვლილი.

ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის პარალელურად, რუსთავში, #41 ბაღის ეგერფო-ეფექტური რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ოთხი ახალი ჯგუფის დამატება გახდება შესაძლებელი და დამატებით 150 ბავშვი ჩაირიცხება.

NO COMMENTS