როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩვილი ერთ-ერთ ქუჩაზე, ზეწარში გახვეული იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
შემთხვევა ქალაქ გორში მოხდა, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.