გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
4794

გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია საგამოცდო პროცესისა თუ გამოცდების შედეგების შესახებ. მაგალითად, დღეს ერთ-ერთმა ვებგვერდმა (მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა) ინტერვიუ, რომელიც მასწავლებელთა 2013 წლის გამოცდებს ეხებოდა იმგვარად წარმოაჩინა, როგორც ახალი.

ვფიქრობთ, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნითაა გაკეთებული და სწორედ ამიტომ გთხოვთ, ასეთი სახის ინფორმაცია ჩვენს ვებგერდსა თუ Facebook-ის გვერდზე გადაამოწმოთ.”- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია მასალაზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

NO COMMENTS