შირაქის პროდუქტის ქსელის ის მაღაზია, სადაც ტარაკნები აღმოაჩინეს დაიხურა

0
1688

“შირაქის პროდუქტის” ქსელის ის მაღაზია, სადაც გუშინ ტარაკნები აღმოაჩინეს დახურულია.

ადგილი სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა უკვე დატოვეს. მაღაზიის მფლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და სიტუაციის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცა.

მომხდარზე კომენტარი დღეს ადილობრივმა მცხოვრებლებმაც გააკეთეს. მათი თქმით, პროდუქტს ამ ჯიხურში ყოველდღე ყიდულობენ და მსგავსი რამ არასდროს დაუფიქსირებიათ.

NO COMMENTS