კომპანია „არემჯი” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 30 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

0
1351

ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, თეთრიწყარო იქნება მესამე რაიონი, სადაც კომპანია „არემჯი” 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
პროექტის ფარგლებში, 2018-2022 წლებში, 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

სწორედ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სასტუმრო „Holiday Inn“-ში, რომელსაც რეგიონის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე, პროექტის ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან დღემდე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს.

კომპანია „არემჯიში” აცხადებენ, რომ ყველა საჭირო და შესაბამისი ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებმა საფუძვლიანად შეისწავლეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამუშაოების განხორციელების მიზნით შერჩეული ტერიტორიის ისტორია და პროექტის განხორცილებისათვის საჭირო სხვა საკითხები.

აღნიშნულ ადგილებში, მადანგამოვლენითი და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები ჯერ კიდევ XX საუკუნის, 50-იანი წლებიდან -90-იან წლებამდე მიმდინარეობდა.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პროექტის პრიორიტეტად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შემუშავებული აქვს პროექტის ფარგლებში საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასევე, პროექტის განახორციელოების პერიოდში, იგეგმება გარშემო მდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება.

 

NO COMMENTS