ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელსაც მხარის პირველი პირები ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს რეგიონში განსახორციელებელი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების – საფარლოსა და ირგანჩაის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის, გარდაბანში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მოწყობისა და სოფელ აკრიანში, ლოჭინის ხეობაში ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტები.
„ყოველდღიუ რეჟიმში უნდა მოვიკითხოთ მუნიციპალიტეტებში პროექტების მიმდინარეობა,” – მიმართა გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს.